28 ნოემბერი 2024,   00:44
ვრცლად
მთელ რესპუბლიკაში გათიშულია ინტერნეტი, დაკეტილია ყველაფერი - რას ჰყვებიან ყაზახეთიდან საქართველოში დაბრუნებული მოქალაქეები

რამდენიმე წუთის წინ ყაზახეთის მიმართულებით პირველი რეისი შესრულდა. ეს არის ოთხდღიანი იძულებითი პაუზის შემდეგ პირველი ფრენა, რომელსაც 182-მდე მგზავრი ელოდებოდა. 

"შესრულდა ქუთაისი-ნურ-სულთანის რეისი, 7906. გაფრინდა 182 მგზავრი, 157 დიდი და 5 ჩვილი" - ამბობს კომპანია "ფლაი არისტანის "წარმომადგენელი, მარეხ შერვაშიძე. 

მანამდე ნურ-სულთანიდან 182 კაციანი ბორტი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში დაეშვა. ქვეყანაში დააბრუნეს იმ მოქალაქეების ნაწილი, რომელთაც მანამდე, დახმარების თხოვნით საქართველოს საელჩოს მიმართეს.

ყაზახეთიდან საქართველოს მიმართულებით ბოლო რამდენიმე დღეში პირველად შესრულებულ რეისს საქართველოს სამი მოქალაქე ჩამოჰყვა.

როგორც ყაზახეთის, ასევე საქართველოს მოქალაქეები იმ ვითარებაზე საუბრობენ, რომელიც ამჟამად ქვეყანაშია. ისინი აცხადებენ, რომ მიუხედავად დაძაბულობისა, ბოლო რამდენიმე საათში ყაზახეთში სიმშვიდე იყო.

ყაზახეთიდან საქართველოში დაბრუნებული მგზავრები ამბობენ, რომ თითქმის მთელი მასშტაბით, ინტერნეტის მიწოდება შეზღუდული იყო.

"ვიყავი დედაქალაქში და იქ ნორმალური სიტუაციაა, ინტერნეტი არ მუშაობს და დაკეტილია ყველაფერი. მთელ რესპუბლიკაში გათიშულია ინტერნეტი, 4 საათი მიეწოდებათ ბოლო ორი დღეა," - ამბობს ერთ-ერთი ქართველი, რომელიც ყაზახეთიდან დაბრუნდა.

დაბრუნებული მოქალაქეები ამბობენ, რომ გარდაცვლილებსა და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ აქვთ.

"აეროპორტში სიმშვიდეა, ჯერჯერობით, დედაქალაქშიც სიტუაცია მშვიდია, დაშავებულებსა და გარდაცვლილებზე ინფორმაცია არ მაქვს,“ - ამბობს ყაზახეთის მოქალაქე.

ხვალ ყაზახეთიდან საქართველოს მიმართულებით ორი რეისია დანიშნული. ორივე თვითმფრინავი თბილისში დაეშვება.

 

დღის ამბები