ნოვაკ ჯოკოვიჩი ვაქცინაციისგან თავისუფალია, რადგან ის კორონავირუსით 16 დეკემბერს დაინფიცირდა - ინფორმაციას ადვოკატები ავრცელებენ. მათივე თქმით, სპორტსმენმა ავსტრალიაში შესასველელად დროებითი ვიზა მიიღო, ავსტრალიის ჩოგბურთის ასოციაციამ კი მას ცნობა მისცა.
6 იანვარს ნოვაკ ჯოკოვიჩს, ავსტრალიაში ვაქცინაციის დამადასტურებელი საბუთის არ ქონის გამო ვიზა გაუუქმეს. ის მელბურნში სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებამდე დარჩება.