28 ნოემბერი 2024,   00:46
ვრცლად
სასწრაფოს დაგვიანებით მისვლასთან დაკავშირებით ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური

გორში მომხდარი მკვლელობის ფაქტს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური გამოეხმაურა. გარდაცვლილის ოჯახის მტკიცებით, სასწრაფო დახმარების ბრიგადამ დაიგვიანა, რის გამოც დაჭრილი ახალგაზრდა კაცის მდგომარეობა დამძიმდა და გარდაიცვალა. 

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ბრალდებას უარყოფს. 

"გვსურს, საზოგადოებას დამატებითი ინფორმაცია მივაწოდოთ, გორში, სოფელ ქვემო ახალსოფელში მომხდარი სამწუხარო შემთხვევის შესახებ და სრული პასუხისმგებლობით განვაცხადოთ, რომ   გავრცელებული ინფორმაცია  სასწრაფოს ეკიპაჟის შემთხვევის ადგილზე დაგვიანებით მისვლასთან დაკავშირებით სიმართლეს არ შეესაბამება. 

მიმდინარე წლის 1  იანვარს, 21:18 სთ -ზე  შემოვიდა გამოძახება გორის რაიონი, სოფელი ქვემო ახალსოფელი.

სასწრაფო დახმარების ეკიპაჟი  გამოძახების ადგილზე იმყოფებოდა 21: 40 სთ-ზე. ხოლო 22 სთ-ზე პაციენტი კლინიკა "გორმედში" იქნა შეყვანილი,"- ნათქვამია განცხადებაში. 

დღის ამბები