28 ნოემბერი 2024,   00:53
ვრცლად
"ლექსო ლაშქარავას სიკვდილის მიზეზია ჰეროინის მოხმარებით განპირობებული ზოგადი ინტოქსიკაცია" - ექსპერტი ალექსანდრე გეჯაძე

ექსპერტმა ალექსანდრე გეჯაძემ ოპერატორ ლექსო ლაშქარავას საქმესთან დაკავშირებით მომზადებულ დასკვნაზე დღეს პირველად ისაუბრა. ექსპერტმა, რომელიც პროცესში დამოუკიდებლად იყო ჩართული, გაიზიარა დასკვნის ის შინაარსი, რომელიც ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიურომ მოამზადა.

უწყების დასკვნა 2021 წლის 30 დეკემბრით თარიღდება და ის, როგორც მტკიცებულება უკვე დაერთო შინაგან საქმეთა სამინისტროს გამოძიების მასალებს.

ამ დასკვნაში გარდაცვალების მიზეზად ნარკოტიკული საშუალებით ინტოქსიკაციის შედეგად განვითარებული გულ-სისხლძარღვთა და სუნთქვის მწვავე უკმარისობა წერია. 

"გავაანალიზე და შევისწავლე მთლიანად ლაბორატორიული კვლევის მონაცემები და ა.შ. მივედი საბოლოო დასკვნამდე მე პირადად, რომ კონკრეტულ შემთხვევაში, ლექსო ლაშქარავას სიკვდილის მიზეზია ჰეროინის მოხმარებით განპირობებული ზოგადი ინტოქსიკაცია ორგანიზმის, რამაც შედეგად განაპირობა გულსისხლძარღვთა მწვავე და სუნთქვის მწვავე უკმარისობა. გარეგანი დათვალიერების დროს, მივაქციეთ ყურადღება საზარდულის მიდამოებს, როგორც მარცხნივ, ასევე მარჯვნივ და მარცხნივ ნანახი იქნა მკაფიოდ გამოხატული პოსტ ინექციური  ხანდაზმული ნაწიბური.

ხანდაზმულობა ერთ შემთხვევაში იყო ერთი საათის დროის ინტერვალი გარდაცვალებამდე და მეორე იყო 4 საათის ინტერვალი," - ამბობს  ალექსანდრე გეჯაძე.

 

დღის ამბები