ქუთაისის აეროპორტში, რამდენიმედღიანი შეფერხების შემდეგ, ყაზახეთიდან პირველი რეისი შესრულდება. ფრენა ქალაქ ნურსულთანიდან ხორციელდება და თვითმფრინავი ცოტა ხანში დაფრინდება.
როგორც კომპანია "ფლაი არისტანში" აცხადებენ, ეს გეგმიური რეისია და თვითმფრინავი დღესვე გაფრინდება ნურსულთანში. ამ დრომდე გაუქმებულია ფრენები ატირაუსა და აქტაუს მიმართულებით.