28 ნოემბერი 2024,   00:36
ვრცლად
ყვარელში ტრადიციული საშობაო ალილო მოეწყო

ყვარელში ტრადიციული საშობაო ალილო მოეწყო.

ნეკრეს-ჰერეთის ეპარქიის სასულიერო პირებმა და მრევლმა, ქალაქის ცენტრალური ქუჩები გალობით მოიარეს და ნაკურთხი წყალი ასხურეს. მეალილოეებმა მოსახლეობისგან სხვადასხვა პროდუქტი შეაგროვეს, რასაც სოციალურად დაუცველ ოჯახებს დაურიგებენ.

ქრისტეშობის მახარობლებმა, საზეიმო მსვლელობა ბოგირის მიმდებარე ტერიტორიიდან დილით დაიწყეს და ილია ჭავჭავაძის მონუმენტთან დაასრულეს.

ალილოს, ოჯახის წევრებთან ერთად შეუერთდა ყვარლის მერი გივი ზაუტაშვილი.

"ყვარელში ტრადიციულად საპატრიარქოს მიერ ორგანიზებული იქნა ალილოს მსვლელობა, რომელშიც მივიღეთ მონაწილეობა. ასევე მოსახლეობამ მიიღო მონაწილეობა, რომელმაც გაიღო შემოწირულობა,"- ამბობს ყვარლის მერი.

დღის ამბები