28 ნოემბერი 2024,   00:52
ვრცლად
ომიკრონი ხალხს კლავს და ამიტომ მას არ შეიძლება "მსუბუქი" ეწოდოს - ტედროს გებრეიესუსი

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ ომიკრონი ხალხს კლავს და ამიტომ მას არ შეიძლება "მსუბუქი" ეწოდოს.

ახალი ვარიანტი ევროპის კონტინენტზე სწრაფად გავრცელებას აგრძელებს.

ათობით ქვეყანაში, ყოველდღიურად რეკორდული რიცხვები ფიქსირდება. მთავრობებისთვის ვაქცინაციის აქტიური კამპანია ჯანდაცვის სერვისებზე ზეწოლის შესამსუბუქებლად მთავარ პრიორიტეტად იქცა.

იტალიის მსგავსად, სადაც 50 წელს გადაცილებულთათვის აცრა სავალდებულო გახდა, საბერძნეთიც იმავეს გეგმავს 60 წელს გადაცილებული მოსახლეობისთვის..

ლონდონის საავადმყოფოებში, პერსონალის დეფიციტის გამო, სამხედროების, მათ შორის არმიის ექიმების, განთავსება დაიწყეს.

ბრაზილიამ "ფაიზერისგან" პედიატრიული ვაქცინები შეიძინა. როგორც ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო აცხადებს, თვის ბოლოსთვის, 5 წლიდან ბავშვების ნებაყოფლობით ვაქცინაციას იწყებს.

ავსტრალიაში კი ინფიცირების მატების ფონზე, ნიუ-საუთ-უელსის შტატში მალე ვაქცინის მე-3 დოზა წინა ხაზზე მომუშავეთათვის სავალდებულო გახდება.

დღის ამბები