NATO-ს საგარეო საქმეთა მინისტრები, დღეს უკრაინისა და ევროპის უსაფრთხოების საკითხებზე საგანგებო შეხვედრას გამართავენ.
მოლაპარაკებები დისტანციურად გაიმართება. შეხვედრა წინ უსწრებს 12 იანვარს დაგეგმილ NATO-რუსეთის საბჭოს სხდომას.
როგორც ცნობილია, მოსკოვი დასავლეთისგან უსაფრთხოების გარანტიებს ითხოვს, მათ შორის იმ საკითხზე, რომ ნატო აღმოსავლეთით არ გაფართოვდება და რუსეთის საზღვრებთან სამხედრო აქტივობას შეწყვეტს.