28 ნოემბერი 2024,   01:26
ვრცლად
საქართველოში ომიკრონის შემთხვევები ერთ დღეში გაორმაგდა - ლაბორატორიულად დადასტურებულია უკვე 600 შემთხვევა

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 6 იანვრის მდგომარეობით ლაბორატორიულად დადასტურებულია ომიკრონის 600 შემთხვევა.

აღნიშნული მონაცემი წინა დღესთან შედარებით გაორმაგებულია. ჯერ კიდევ 5 იანვრის მდგომარეობით ლაბორატორიულად დადასტურებული იყო ომიკრონის მხოლოდ 335 შემთხვევა.

დღის ამბები