თურქეთს ლათინურ დასახელება ეცვლება. ინიციატივა ქვეყნის პრეზიდენტს რეჯეფ ტაიპ ერდოღანს ეკუთვნის.
ერდოღანმა ამასთან დაკავშირებით კომუნიკე გამოქვეყნა, რომელშიც აღნიშნულია, რომ ამიერიდან თურქეთი Turkey-ს ნაცვლად, Turkiye-დ უნდა მოიხსენიონ.
ქვეყნის სახელწოდების შეცვლის ერთ-ერთი მიზეზი ინგლისურ ენაში Turkey-ს ორი მნიშვნელობა გახდა, რომელიც თურქეთის გარდა, ინდაურსაც ნიშნავს.
ბოლო ასწლეულში არაერთმა ქვეყანამ შეიცვალა დასახელება, სულ ცოტა ხნის წინ ნიდერლანდებმა უარი თქვა დასახელება ჰოლანდიისგან, მაკედონიამ სახელი ჩრდილოეთ მაკედონიად გადაიკეთა საბერძნეთთან პოლიტიკური დავის გამო. 1935 წელს ირანმა შეცვალა თავისი სახელი Persia - რომელსაც მას ევროპელები უწოდებდნენ, ირანული დასახელება - ირანით.
სახელების შეცვლა განსაკუთრებით გააქტიურდა მას შემდეგ, რაც ქვეყნებმა თავი დაიხსნეს იმპერიებისგან.