28 ნოემბერი 2024,   00:47
ვრცლად
საქართველოში 1 დღეში ომიკრონის 176 შემთხვევა დადასტურდა - რომელი ასაკობრივი ჯგუფებია ახალი შტამის სამიზნე

ომიკრონის 176 ახალი შემთხვევა ერთ დღეში, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოში ახალი შტამის უკვე 430 დადასტურებული ფაქტია.

ომიკრონი იქნება დომინანტი შტამი კორონავირუსის გავრცელების მეექვსე ტალღის განმავლობაში, რომელმაც საქართველოში სტარტი უკვე აიღო. ექიმები ფიქრობენ, რომ მეექვსე ტალღას გაცილებით მეტი ინფიცირებული ეყოლება

ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობას, ყველაზე მეტად, სადღესასწაულო პერიოდში გაზრდილი მობილობა ამძიმებს.

სტატისტიკის ზრდის მიუხედავად, ვირუსის გავრცელების ახალი ტალღა ჯერ აქტიურ ფაზაში არ შესულა და ექიმები შემთხვევების მნიშვნელოვან მატებას მომდევნო პერიოდში აანონსებენ, ამიტომ მობილიზება დაიწყო უკვე ჰოსპიტალურ სექტორში.

ომიკრონის შტამი მაღალი გადამდებობით და რეინფიცირებით ხასიათდება. კორონავირუსის ახალი შტამის სამიზნე ჯგუფი კი ბავშვები, 40 წლამდე ადამიანები და ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტები არიან.

სპეციალისტების უცვლელი რეკომენდაცია პირბადის ტარება, სოციალური დისტანცია და ვაქცინაციაა, თუმცა იმუნიზაციის ტემპი და სხვა რეკომენდაციების დაცვის მაჩვენებელიც საქართველოში ისევ დაბალია.

დღის ამბები