28 ნოემბერი 2024,   02:51
ვრცლად
"ნატო არ შეჭრილა უკრაინასა და საქართველოში, ეს არის ქმედებები, რომელიც რუსეთმა ბოლო წლებში ჩაიდინა" - ენტონი ბლინკენი

"ნატო არ შეჭრილა უკრაინასა და საქართველოში, ეს არის ქმედებები, რომელიც რუსეთმა ბოლო წლებში ჩაიდინა," - ამის შესახებ ამერიკის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი საუბრობს.

გერმანელ კოლეგასთან გამართულ პრესკონფერენციაზე ბლინკენმა აღნიშნა, რომ სწორედ რუსეთი შეიჭრა მეზობელ ქვეყნებში, ჩაერია სხვა ქვეყნის არჩევნებში, გამოიყენა ქიმიური იარაღი მთავრობის ოპონენტთა მკვლელობის მცდელობისთვის.

ამერიკის სახელმწიფო მდივანი ამბობს, რომ რუსეთთან ამ და სხვა საკითხების წამოჭრას მომდევნო პერიოდში აპირებენ. 

"გასული ორი ათწლეულის განმავლობაში სწორედ რუსეთი შეიჭრა მეზობელ ქვეყნებში, ჩაერია სხვა ქვეყნის არჩევნებში, გამოიყენა ქიმიური იარაღი მთავრობის ოპონენტთა მკვლელობის მცდელობისთვის. ეს უცხო ქვეყნის მიწაზე ჩაიდინა, დაარღვია შეიარაღების შესახებ საერთაშორისო შეთანხმებები, გავიდა დიდი ხნით ადრე შეთანხმებული ნდობის აღდგენისა და გამჭვირვალობის ზომებიდან. ასე რომ, ჩვენ და ჩვენი პარტნიორები ვაპირებთ წამოვჭრათ რუსეთთან ეს და სხვა საკითხები მომდევნო პერიოდში.

რუსეთს აქვს შეშფოთებები, რომელსაც მოვუსმენთ, ჩვენ გვაქვს შეშფოთებები და აუცილებელია, რომ რუსეთმა მოისმინოს. ვიმედოვნებ, რომ ჩვენ ვიპოვით დიპლომატიურ გზას ამ საუბრების საშუალებით," - ამბობს ენტონი ბლინკენი.

 

დღის ამბები