28 ნოემბერი 2024,   01:34
ვრცლად
3 567 ახალი შემთხვევა, 41 გარდაცვლილი - კორონავირუსის განახლებული სტატისტიკა

ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსის 3 567 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. კოვიდს კიდევ 41 ადამიანი ემსხვერპლა, გამოჯანმრთელდა 2 105 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ჩატარდა 41 236 კვლევა ტესტით, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით - 24 593, ხოლო PCR ტესტით -16 643.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 5 იანვრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელია 8,65%, ბოლო 14 დღის განმავლობაში - 6,18%, ხოლო ბოლო 7 დღეში 7,43%. 

5 იანვარს, ქვეყნის მასშტაბით, 7 867 აცრა ჩატარდა. სულ ქვეყანაში ჩატარებულია   2 536 824 აცრა. 

შეგახსენებთ, კოვიდპანდემიის დაწყებიდან დღემდე საქართველოში კორონავირუსის 949 176 შემთხვევა დადასტურდა,  ვირუსს ემსხვერპლა 14 082 ადამიანი.

დღის ამბები