28 ნოემბერი 2024,   01:49
ვრცლად
ალმატიში სპეცოპერაცია დაიწყო - ყაზახეთის პრეზიდენტი კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციას დახმარებას სთხოვს

ყაზახეთის პრეზიდენტი კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციას ტერორისტული საფრთხის დაძლევაში დახმარებას სთხოვს (წევრები არიან  - სომხეთი, რუსეთი, ბელარუსი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი და უზბეკეთი). 

კასიმ-ჟომარტ ტოკაევი​ იმ პირებს რომლებმაც დღეს ადმინისტრაციული და სხვა შენობები დაიკავეს ტერორისტებს უწოდებს და აცხადებს რომ მათ აეროპორტში ხელში ჩაიგდეს 5 თვითმფრინავი. ტოკაევი ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს გარედან მომავალი აგრესიის აქტად განიხილავს.

ალმატის ვიცე-მერის განცხადებით ქალაქში უკვე დაიწყო ანტიტერორისტული სპეცოპერაცია და გაათავისუფლეს აეროპორტიც.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ  კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის წევრებმა, კერძოდ, რუსეთმა და ბელარუსმა ქვეყანაში მშვიდობისმყოფელების შეყვანის გადაწყვეტილება მიიღეს.

დღის ამბები