28 ნოემბერი 2024,   01:38
ვრცლად
დავით აღმაშენებლის პერიოდში მოჭრილი მონეტის ნახვა ნებისმიერ მსურველს სრულიად უფასოდ შეუძლია

დავით აღმაშენებლის პერიოდში მოჭრილი მონეტის ნახვა ახლა უკვე ნებისმიერ მსურველს სრულიად უფასოდ შეუძლია. შავ ბაზარზე გაყიდვას გადარჩენილი ლითონის მონეტას ეროვნულმა მუზეუმმა საზოგადოებრივ სივრცეში მოუნახა ადგილი. მიზანი ისტორიული ნივთის მიმართ ცნობიერების ამაღლებაა, რათა ყველასთვის ხელმისაწვდომი იყოს ისტორიული ნივთის დათვალიერება.

საქართველოს ეროვნული მუზეუმის კოლექციებს ახალი არტეფაქტი გასული წლის 24 დეკემბერს შეემატა. მუზეუმს მონეტა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტომ გადასცა. დღემდე, მსოფლიო ისტორია მხოლოდ აღმაშენებლის მიერ მოჭრილ ერთადერთ უნიკალურ მონეტას იცნობდა, რომელიც დიდი ბრიტანეთის მუზეუმშია დაცული.

დღის ამბები