28 ნოემბერი 2024,   01:26
ვრცლად
მსოფლიოს კვლავ პანდემიის ცუნამი უტევს - COVID-19-ის ახალი შემთხვევების მაჩვენებელი რეკორდებს ხსნის

საფრანგეთი, იტალია, ესპანეთი, დიდი ბრიტანეთი - ეს იმ ქვეყნების მცირე ჩამონათვალია, სადაც პანდემიის ცუნამი მძვინვარებს.

ევროპაში, რომელიც პანდემიის "წითელი ზონაა", ყოველდღიურად რეკორდული მონაცემები ფიქსირდება. საფრანგეთის პარლამენტი სავალდებულო კოვიდპასპორტების მოთხოვნის გამკაცრებაზე მსჯელობს.ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ აუცრელებს ცხოვრებას გაურთულებს.

კოვიდშემთხვევების დღიური მაჩვენებელი რეკორდებს ხსნის შეერთებულ შტატებშიც, სადაც ბოლო ერთ დღეში ინფექციით ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანი დაავადდა.

რაც შეეხება ინდოეთს, აქ "ომიკრონმა" შემთხვევების 4-ჯერ მატება გამოიწვია, რის გამოც რამდენიმე ქალაქში კომენდანტის საათი დაწესდა.

ახალი კოვიდკლასტერების აღმოჩენის გამო, ქალაქ სიანის ლოქდაუნის შემდეგ ჩინეთის სხვა ქალაქებშიც არ გამორიცხავენ შეზღუდვების დაწესებას.

შექმნილი ეპიდვითარების გათვალისწინებით იაპონიამ კუნძულ ოკინავაზე შესაძლებელია საგანგებო ზომები მიიღოს. რიო დე ჟანეიროში კი ყოველწლიური კარნავალი გაუქმდა.

ავტორი: თამუნა ხონელიძე

 

დღის ამბები