მწვავე საპროტესტო აქცია და დაძაბულობა ყაზახეთის რამდენიმე რეგიონში, თხევადი ბუნებრივი აირის ფასის ზრდას მოჰყვა. მსოფლიოში წიაღისეული რესურსებით ერთ-ერთ ყველაზე მდიდარ ქვეყანაში, დემონსტრაცია პირველად მაგინსტაუს რეგიონში 2 იანვრის ღამეს დაიწყო. ალმატიში გამოსვლები სამართალდამცველებთან შეტაკებებშიც გადაიზარდა.
საპროტესტო აქციების დაწყებიდან რამდენიმე საათში, ყაზახეთის პრეზიდენტმა მთავრობა გადააყენა და პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებლად ალიხან სმაილოვი დანიშნა. სმაილოვი მანამდე ვიცე-პრემიერის პოსტს იკავებდა. ყასიმჟომათ ტოყაევმა მაგნისტაუს ოლქსა და ალმატიში საგანგებო მდგომარეობა და კომენდანტის საათიც გამოაცხადა. პრეზიდენტმა თანამოქალაქეებს სიმშვიდისკენ მოუწოდა და არეულობაში უცხო ძალების ჩართულობა არ გამორიცხა.
ქვეყანაში ვითარების დასტაბილურების მიუხედავად, საპროტესტო გამოსვლები რამდენიმე რეგიონში დღესაც განახლდა. ადგილობრივები ალმატის ადმინისტრაციულ შენობაში შეიჭრნენ და დაარბიეს.
მხარეებს ვითარების დეესკალაციისკენ მოუწოდა ეუთოს თავმჯდომარემ. მეზობელ სახელმწიფოში სტაბილურობის აუცილებლობაზე განცხადება კრემლის პრეს-სპიკერმაც გააკეთა. დიმიტრი პესკოვის თქმით, რუსეთი ყაზახეთის საშინაო პოლიტიკაში ჩარევას არ აპირებ, თუმცა მოვლენებს ყურადღებით აკვირდება.
ამ დროისთვის, ყაზახეთში მიმდინარე პროტესტის 200-ზე მეტი მონაწილე დაკავებულია. პრეზიდენტმა ტოყაევმა კი მაგნისტაუს ოლქსა და ალმათიში 19 იანვრამდე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.