28 ნოემბერი 2024,   01:39
ვრცლად
"შენობა საშიშ მდგომარეობაშია, მოიმატა ბზარებმა" - ბათუმის ერთ-ერთი კორპუსიდან ევაკუაცია მიმდინარეობს

ევაკუაცია ბათუმში - ჯავახიშვილის ქუჩაზე მდებარე ხუთსართულიანი შენობიდან მოსახლეობა გამოიყვანეს. მიზეზი ერთ-ერთ მზიდ სვეტზე გაჩენილი ბზარია.

მოქალაქეებს საცხოვრებლის დატოვების აუცილებლობაზე ინფორმაცია მერიამ გვიან ღამით მიაწოდა. უკვე დანიშნულია ექსპერტიზა. ვიდრე ექსპერტიზა მუშაობას დაასრულებს, აღნიშნული ოჯახების დროებით საცხოვრებელს მერია უზრუნველყოფს.

აღნიშნულ კორპუსში დაახლოებით 55-მდე ოჯახი ცხოვრობს. ადგილობრივებმა დაახლოებით 10 დღის წინ შენიშნეს პირველი სართულის ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში მზიდ სვეტზე გაჩენილი ბზარები, რის შემდგომაც მიმართეს შესაბამისს სამსახურებს. მუნიციპალურმა სამსახურმა კი დათვალიერების შედეგად ევაკუაციის გადაწყვეტილება მიიღო.

"24 დეკემბერს მიიღო ასეთი ბზარები. ახლა თქვენც ხედავთ, რომ საშიშ მდგომარეობაშია, მოიმატა ბზარებმა. ადგილობრივ გამგეობას მივმართეთ განცხადებით, გამგეობამ დიდი ყურადღება მოგვაქცია, გვერდში დაგვიდგა, მიმართეს ექსპერტს," -განაცხადა ავარიული კორპუსის ერთ-ერთმა მცხოვრებმა.

გარდა ამისა, ადგილობრივების თქმით, კორპუსს მიშენებაც აქვს.

"პირველ სართულზე გაჩენილა ბზარი, რაღაც შიგნიდან ჩამონგრეულა კიდეც ბინაში. მიშენებაც არის და ყველა სადარბაზო აბსოლუტურად ავარიულია," - აცხადებს ავარიული კორპუსის მცხოვრები.

დღის ამბები