28 ნოემბერი 2024,   01:29
ვრცლად
2 საათზე მეტია, ექსპრეზიდენტს კითხვებს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური გორის ჰოსპიტლიდან რუსთავის ციხეში ეტაპირების შესახებ უსვამს

რუსთავის ციხეში მიხეილ სააკაშვილის გამოსაკითხად სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის წარმომადგენელი მივიდა. ორ საათზე მეტია, ყოფილ პრეზიდენტს კითხვებს გორის ჰოსპიტლიდან, რუსთავის ციხეში გადაყვანის პროცედურებზე უსვამენ.

როგორც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გამომძიებელი ვასილ კაკაშვილი ამბობს, ექსპრეზიდენტთან გამოძიებას კითხვები გორის ჰოსპიტლის ეპიზოდთან დაკავშირებით აქვს.

"როგორც მოგახსენეთ, ადვოკატებმა მიმართეს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს, გორის სამხედრო ჰოსპიტალში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, მათ შორის, საკითხი ეხება გადმოყვანის პროცედურას. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით უნდა მოხდეს მიხეილ სააკაშვილის გამოკითხვა,"-აცხადებს ვასილ კაკაშვილი.

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის შოთა თუთბერიძის თქმით, გამოძიებას შესაძლებელია ჰქონდეს კითხვები უკვე მიწოდებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით. 

"დღევანდელი გამოკითხვა ემსახურება ორ მიზანს, პირველი ეს გახლავთ დამატება ინფორმაციისა გორიდან ეტაპირების ნაწილში, სადაც მას იძულებით წაართვეს, მოაგლიჯეს საათი და გადმოიყვანეს რუსთავის დაწესებულებაში. მეორე კი, შევავსოთ ინფორმაცია და ვუპასუხოთ იმ კითხვებს, რომელიც სახელმწიფო ინსპექტორის გამომძიებელს შესაძლებელია ჰქონდეს უკვე მიწოდებული ინფორმაციასთან დაკავშირებით,"- ამბობს შოთა თუთბერიძე.

დღის ამბები