28 ნოემბერი 2024,   01:43
ვრცლად
ბათუმის ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის 2 სადარბაზოს მაცხოვრებლებმა დატოვეს - რა გახდა ევაკუაციის მიზეზი

ბათუმში, ჯავახიშვილის 47 ნომერში, 5 სართულიანი კორპუსის 2 სადარბაზოს მაცხოვრებლებმა დატოვეს - მიზეზი ერთ-ერთ მზიდ სვეტზე ბზარის გაჩენა გახდა.

მერიის შესაბამისმა სამსახურებმა მოქალაქეებს საცხოვრებლის დატოვების შესახებ გუშინ გვიან ღამით შეატყობინეს.

მუნიციპალური სერვისების სამსახურის ინფორმაციით, შენობაზე უკვე დანიშნულია ექსპერტიზა.

დასკვნის შემდეგ გახდება ცნობილი, არის თუ არა კორპუსი უსაფრთხო და რა სამუშაოების ჩატარებაა საჭირო.

ვიდრე ექსპერტიზა მუშაობას დაასრულებს, აღნიშნული ოჯახების დროებით საცხოვრებელს მერია უზრუნველყოფს.

დღის ამბები