28 ნოემბერი 2024,   01:51
ვრცლად
1 თებერვლიდან თბილისში ყვითელი მიკროავტობუსები აღარ ივლიან

1 თებერვლიდან თბილისში ყვითელი მიკროავტობუსები აღარ ივლიან. მათ სრულად ჩაანაცვლებს ახალი ლურჯი მიკროავტობუსები, რომლებიც საზოგადოებრივ ტრანსპორტში დანერგილ ახალ საგადასახადო სისტემაზე სრულად მორგებულია.

შეგახსენებთ, 1 თებერვლიდან დედაქალაქში, ყველა სახის საზოგადოებრივ ტრანსპორტში გადასახადის სააბონიმენტო სისტემა ამოქმედდება.

ახალი სისტემის მიხედვით, მომხმარებელს რამდენიმე სხვადასხვა ვადიანი აბონიმენტის შეძენა შეუძლია.

საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის ახალი ბარათების ყიდვა დღეიდან მეტროსადგურებშია შესაძლებელი. ხვალიდან კი ბარათის შეძენა მომხმარებლებს "საქართველოს ბანკის" ექსპრეს ფილიალებშიც შეეძლებათ. 

დღის ამბები