28 ნოემბერი 2024,   00:40
ვრცლად
საფრანგეთი, ჩინეთი, იაპონია - ქვეყნები, სადაც კოვიდის რეკორდული დღიური მაჩვენებელი ფიქსირდება, რეგულაციებს ამკაცრებენ

საფრანგეთის პარლამენტი სავალდებულო კოვიდპასპორტების მოთხოვნის გამკაცრებაზე მსჯელობს. ჩინეთში კი ახალი კოვიდკლასტერების აღმოჩენის გამო, ქალაქ სიანის "ლოქდაუნის" შემდეგ, შეზღუდვების დაწესებას სხვა ქალაქებშიც არ გამორიცხავენ.

შექმნილი ეპიდვითარების გათვალისწინებით, იაპონიამ კუნძულ ოკინავაზე შესაძლებელია საგანგებო ზომები მიიღოს. რიო-დე-ჟანეიროში კი ყოველწლიური კარნავალი გაუქმდა. რაც შეეხება ინდოეთს, აქ ვირუსის მესამე ტალღას ებრძვიან. "ომიკრონმა" ქვეყანაში შემთხვევების 4-ჯერ მატება გამოიწვია, რის გამოც რამდენიმე ქალაქში კომენდატის საათი დაწესდა.

შეერთებულ შტატებში კი, კოვიდ შემთხვევების დღიურმა მაჩვენებელმა რეკორდი მოხსნა, რის გამოც ქვეყნის პრეზიდენტმა სპეციალური ბრიფინგი გამართა და მოსახლეობას ვაქცინაციისკენ მოუწოდა.

დღის ამბები