28 ნოემბერი 2024,   00:52
ვრცლად
არეულობა და პროტესტი ყაზახეთში - პრეზიდენტმა ქვეყნის ნაწილში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა

ყაზახეთის მანგისტაუს რეგიონში მესამე დღეა საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. დემონსტრანტები თხევადი ბუნებრივი აირის ფასების მკვეთრ ზრდას აპროტესტებენ. პროტესტმა განსაკუთრებულად მწვავე სახე მიიღო ქალაქ ალმატიში. დღეს საღამოს ქალაქის ცენტრში შეკრებილი დემონსტრანტები ძალის გამოყენებით გაიყვანეს, გამოყენებული იყო ასევე ცრემლსადენი აირი,კვამლის ყუმბარები და რეზინის ტყვიები. დაკავებულია ათეულობით პირი.

საპროტესტო აქციის მონაწილეები წინააღმდეგობას აგრძელებენ, მათ უკვე დაწვეს პოლიციის რამდენიმე მანქანა. დიდ ქალაქებში შეკრებილი დემონსტრანტები შეშას, საკვებსა და წყალს იმარაგებენ. ხელისუფლებამ გაზის ფასის შემცირების გადაწყვეტილება მიიღო, თუმცა აქციის მონაწილეების მოთხოვნები უფრო რადიკალური გახდა და ისინი ამჯერად უკვე ხელისუფლების გადადგომას ითხოვენ.

ქალაქ ნურ-სულთანსა და ალმატიში უკვე გამოჩნდნენ სამხედრო მანქანები და ჯარისკაცები. ყაზახეთის პრეზიდენტმა მანგისტაუს რეგიონში და ალმატიში 19 იანვრამდე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. კასიმ ჯომარტ ტოკაევმა ცოტა ხნის წინ ქვეყნის მოსახლეობას მიმართა და სიმშვიდისკენ მოუწოდა. მისი თქმით, საჭიროა მხარეებს შორის დიალოგი გაიმართოს.

ამასთან ვრცელდება ინფორმაცია, რომ ქვეყანაში შეზღუდულია მობილური და ინტერნეტ-კავშირი, რამდენიმე სოციალური ქსელი კი დროებით დაიბლოკა.

დღის ამბები