28 ნოემბერი 2024,   01:32
ვრცლად
უახლოეს დღეებში ტემპერატურა +18 გრადუსამდე აიწევს - 5-7 იანვრის ამინდის პროგნოზი საქართველოში

აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში 5 იანვარს თოვლჭყაპია მოსალოდნელი. იქროლებს დასავლეთის ქარი, 17-22მ/წმ-ში. ტემპერატურა ღამით -1 გრადუსამდე დაიწევს, დღისით კი +10 გრადუსამდე დათბება. უნალექო ამინდია მოსალოდნელი 6-7 იანვარს. ტემპერატურა -3 +16 გრადუსის ფარგლებში იქნება

რაც შეეხება მთიან და მაღალმთიან რაიონებს, აქ 5 იანვარს თოვასთან ერთად ქარბუქიცაა მოსალოდნელი და ღამით ტემპერატურა -10 გრადუსამდე დაეცემა.

დასავლეთ საქართველოშიც ზოგიერთ რაიონში წვიმაა მოსალოდნელი, მათ შორის ძლიერიც. ტემპერატურა +3 დან +15 გრადუსამდე იქნება.  6 იანვარს ტემპერატურა  +18 გრადუსამდე გათბება. რაც შეეხება დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებს, აქ 5 იანვარს თოვლია მოსალოდნელი, მომდევნო დღეებში კი ღამით ძლიერი ყინვა.

ჩრდილო-დასავლეთის ძლიერი ქარია მოსალოდნელი დედაქალაქში. თბილისში 5-დან 7 იანვრის ჩათვლით ნალექი მოსალოდნელი არაა. მცირე ყინვაა 6 იანვრის ღამით. ტემპერატურა ამ დღეებში -1 დან +14 გრადუსამდე შუალედში იქნება.

დღის ამბები