28 ნოემბერი 2024,   01:49
ვრცლად
შეიქმნება თუ არა სპეციალური საგამოძიებო კომისია მსჯავრდებული სააკაშვილის საქმეზე - ვინ დაუჭერს მხარს კომისიის შექმნის მოთხოვნას

შეიქმნება თუ არა მიხეილ სააკაშვილის საქმეზე პარლამენტის საგამოძიებო კომისია - საპარლამენტო ინიციატივას 50 დეპუტატის ხმა სჭირდება. კომისიის შექმნის სანაცვლოდ "ნაციონალური მოძრაობა" მზად არის საპარლამენტო ბოიკოტზე უარი თქვას.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმება "ნაციონალური მოძრაობისთვის" არგუმენტი ხდება, რომ სააკაშვილის გლდანის ციხის საავადმყოფოში ეტაპირება პარლამენტმა გამოიძიოს, თუმცა ამ მოთხოვნას ყველა არ იზიარებს, მათ შორის ოპოზიციაში.

ოპოზიციის დიდი ნაწილი თანახმაა "ნაციონალური მოძრაობისკენ" შემხვედრი ნაბიჯი გადადგას, ნაწილი კი საერთოდ არ აპირებს მხარი დაუჭიროს მესამე პრეზიდენტის ციხიდან შემოთვლილ პირობებს.

რაც შეეხება მმართველ პარტიას, კომისიის შექმნის და მასში მონაწილეობის გადაწყვეტილებას სახელისუფლო გუნდი შიდა კონსულტაციებით მიიღებს.




დღის ამბები