28 ნოემბერი 2024,   00:46
ვრცლად
სალომე ზურაბიშვილი ილია მეორეს დაბადების დღეს ულოცავს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს საზოგადოების სახელით დაბადების დღეს ულოცავს.

"გილოცავთ დაბადების დღეს ქართული საზოგადოების სახელით. მთელ მსოფლიოში მიმოფანტული ქართველობა თქვენი ლოცვით ინარჩუნებს რწმენას, სამშობლოს სიყვარულსა და მორალის პრინციპებს. დღეს, როცა პანდემია მძვინვარებს და ჩვენი საზოგადოება შეპყრობილია პოლარიზაციის სენით, საქართველო, როგორც არასდროს, საჭიროებს თქვენს მამობრივ მზრუნველობასა და ლოცვას.

მრავალფეროვანი ქართული საზოგადოების სახელით გისურვებთ ჯანმრთელობასა და მხნეობას," - წერს სალომე ზურაბიშვილი.

ილია მეორეს დღეს 89 წელი შეუსრულდა.

ფოტოს აღწერილობა მიუწვდომელია.

 

დღის ამბები