28 ნოემბერი 2024,   01:41
ვრცლად
"NATO-ში რა გვინდა, თუ ვაღიარებთ რუსეთის წართმეულ ტერიტორიებს ქართული სივრცის გარეთ" - შალვა ნათელაშვილი

NATO-ს ყოფილი გენერალური მდივნის განცხადებას, რომლშიც ის საქართველოს NATO-სთან ურთიერთობას ოკუპირებული ტერიტორიების გარეშე განიხილავს, "ლეიბორისტულ" პარტიაში ეხმაურებიან.

შალვა ნათელაშვილი მოუწოდებს პოლიტიკურ ლიდერებს და დასავლელ პარტნიორებს მსგავსი ტიპის განცხადებებისგან თავი შეიკავონ. "ლეიბორისტული" პარტიის ლიდერი განმარტავს, რომ დაკარგული ტერიტორიების დასაბრუნებლად ყველაფერი უნდა გაკეთდეს.

"NATO-ში რა გვინდა, თუ ვაღიარებთ ჩვენ რუსეთის წართმეულ ტერიტორიებს ქართული სივრცის გარეთ და პრაქტიკულად, დე იურე, არა მარტო ჩვენ, არამედ მთელი მსოფლიო, აღიარებს იმას, რომ ეს ტერიტორიები ჩვენი იურისდიქციის ქვეშ არ არის.

ამიტომ მე მოვუწოდებ, უცხო მეგობრებსაც და შინაურებსაც, თუ გვყავს ასეთი, ამგვარი განცხადებებისგან თავი შეიკავონ," - განაცხადა "ლეიბორისტული" პარტიის ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა.

დღის ამბები