კორონავირუსის კიდევ ერთი ახალი შტამი გამოჩნდა.საფრანგეთში აღმოჩენილ ვარიანტს 46 მუტაცია აქვს. B.1.640.2. მარსელის ინფექციურ დაავადებათა ინსტიტუტის მეცნიერებმა კამერუნიდან დაბრუნებულ მოგზაურს აღმოუჩინეს.
ინფიცირებულმა, საფრანგეთის სამხრეთში სავარაუდოდ, კიდევ 12 ადამიანი დააინფიცირა. მეცნიერები ახალი შტამის კვლევას აგრძელებენ. ამჟამად საფრანგეთში კორონავირუსის დომინანტი ვარიანტი "ომიკრონია". ახლადინფიცირებულთა 60%-ზე მეტს სწორედ ეს სახეობა აქვს.
რაც შეეხება ამერიკას - აშშ-ის კონგრესში "კოვიდ-19-ით" ინფიცირების უპრეცედენტო მაჩვენებელია. ათასობით სკოლაში სასწავლო პროცესის დაწყება გადაიდო . ქვეყნის სურსათისა და მედიკამენტების სააგენტომ 12-დან 15 წლამდე ბავშვებში "ფაიზერის" "ბუსტერ" დოზის გამოყენების ნებართვა გასცა.
ინფიცირების რეკორდული მაჩვენებლი აქვს დიდ ბრიტანეთსა და კანადას. კანადაში ვირუსის გავრცელების გამო სკოლები დაიხურა.