28 ნოემბერი 2024,   01:25
ვრცლად
4 იანვარს თბილისის 2 უბანს ელექტროენერგია შეუწყდება - ვის შეეხება შეზღუდვა

თელასის ინფორმაციით, სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო, 4 იანვარს, ელექტრომომარაგება თბილისის ორ რაიონს დროებით შეეზღუდება. კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო და აღნიშნავს, რომ სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

გლდანის რაიონი

ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის «ა», I მიკრორაიონების, ხიზამბარელის, ხიზანიშვილის, გმირ კურსანტთა, ქერჩის, სარაჯიშვილის, ილორის, ზარზმის, წყალსადენის და ჭედიას ქუჩების მოსახლეობას.

საბურთალოს რაიონი

ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას გამზირის, ყაზბეგის გამზირის და ოთარ ჭილაძის ქუჩის მოსახლეობას.

ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კვერნაძის ქუჩის მოსახლეობას.

დღის ამბები