ბაიდენი ზელენსკის დაჰპირდა, უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში რუსეთს მტკიცე პასუხს გასცემენ. ინფორმაცია თეთრმა სახლმა გაავრცელა.
"არაფერი შენზე - შენ გარეშე," - ამ სიტყვებით პრეზიდენტმა ბაიდენმა ხაზი გაუსვა შტატების მხრიდან მისი მოკავშირეებისა და პარტნიორების ერთგულების პრინციპს და კიდევ ერთხელ დაადასტურა ვაშინგტონის ერთგულება უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.
ბაიდენი ზელინსკიმდე, რუსეთის პრეზიდენტს, დეკემბერში უკვე ორჯერ ესაუბრა. ბოლო სატელეფონო ზარი კრემლში ახალ წლამდე ერთი დღით ადრე შედგა, სადაც ბაიდენმა პუტინს კიდევ ერთხელ შეახსენა, რომ უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში, მოსკოვს დიდი საფასურის გადახდა მოუწევს.
შტატები-რუსეთის წარმომადგენლების შეხვედრამდე ერთი კვირით ადრე, ვაშინგტონს მოსკოვი მოუწოდებს, რომ მასშტაბური სანქციების დაწესებით გამოუსწორებელი შეცდომა არ დაუშვას.
უკრაინაში აცხადებენ, რომ კრემლის მუქარის არ ეშინიათ. ვოლოდიმირ ზელენსკი იმედოვნებს, რომ აღმოსავლეთ უკრაინაში კონფლიქტი წელს საბოლოოდ დასრულდება.
ზელენკისგან განსხვავებით, პოზიტური მოლოდინები არ აქვს ანალიტიკოსთა ნაწილს. პოლიტიკური ექსპერტები მიიჩნევენ, რომ პუტინი-ბაიდენის ბოლო სატელეფონო ზარი ომთან ერთი ნაბიჯით მიახლოება იყო, საიდანც ჩანს რომ დასავლეთი რუსეთთან მოლაპარაკებებში კონტროლს კარგავს.
შეძლებენ თუ არა, ჟენევაში ზუსტად ერთ კვირაში-უსაფრთხოების საბჭოზე, - შეერთებული შტატებისა და რუსეთის წარმომადგენლები დიპლომატიური მოლაპარაკების გზით ომის თავიდან არიდებას, ჯერ ბუნდოვანია. როგორც ცნობილია, ამერიკელების შემდეგ, რუსეთთან მოლაპარაკების მაგიდას, ნატოს წარმომადგენლები მიუსხდებიან. მანამდე კი, უკრაინის საზღვართან 100 000-ზე მეტი სამხედრო და მძიმე ჯავშან ტექნიკაა მობილიზებული.