28 ნოემბერი 2024,   01:36
ვრცლად
ინტენსიური თოვის გამო ჩაკეტილი გზები და გაწმენდითი სამუშაოები - მძღოლების ნაწილი ახალ წელს კობი-გუდაურის მონაკვეთზე შეხვდა

დიდთოვლობის გამო სატვირთო ავტომობილების მძღოლებს ახალი წლის დღეების გატარება კობი-გუდაურის მონაკვეთზე მოუხდათ. თოვლისა და ლიპყინულის გამო, ამ ტიპის ტრანსპორტის მოძრაობა მეორე დღეა შეზღუდულია. მძღოლები ავტომობილებში ათენებენ. როგორც ისინი აცხადებენ, მალფუჭებადი პროდუქტი გადააქვთ და თუ გზა მალე არ გაიხსნება დიდ ზარალს მიიღებენ.

დიდთოვლობით გამოწვეულ პრობლემებს, ამ დრომდე ებრძვიან მაღალმთიან აჭარაში. შუახევისა და ხულოს რამდენიმე სოფელს ელექტროენერგია შეფერხებით მიეწოდება. ჩაიკეტა შიდა სასოფლო გზებიც - 35 ერთეული მძიმე ტექნიკა ადგილზე მთელი დღის განმავლობაში მუშაობდა.

მაღალმთიან სოფლებთან დამაკავშირებელი გზები ნაწილობრივ ჩაიკეტა სამცხე-ჯავახეთში. გაწმენდითი სამუშაოების შედეგად არცერთი სოფელი გარესამყაროს მოწყვეტილი არ არის. ადიგენიდან მაღალმთიან სოფლებთან დამაკავშირებელ პრობლემურ მონაკვეთებზე ამ დრომდე მიმდინარეობს სამუშაოები.

რამდენიმე საათია მოიხსნა შეზღუდვები ნაქერალას უღელტეხილზე. 2 დღიანი ინტენსიური თოვის გამო მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალული იყო ტყიბული -ნაქერალას, ასევე, ჩუმათელეთი-ხუნევის მონაკვეთზე. იმერეთის გუბერნატორის ინფორმაციით, ამ დროისთვის პრობლემა არცერთ მუნიციპალიტეტში აღარ არის.

მთავარ საავტომობილო გზებსა და მაგისტრალებზე შეზღუდვები რამდენიმე დღეა დაწესდა. გზის გარკვეულ მონაკვეთებში კი ამ დრომდე აკრძალულია გადაადგილება. მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები.

დღის ამბები