კალიფორნიაში ტყუპები 15-წუთიანი შუალედით, თუმცა - სხვადასხვა წელს დაიბადნენ. პირველი ტყუპისცალი ქვეყნიერებას 31 დეკემბერს, 11:45 საათზე მოევლინა, მეორე კი 2022 წლის დადგომის შემდეგ, პირველივე წუთებში.
და-ძმა, ალფრედო და ეილინი ქალაქ გრინფილდში დაიბადნენ, მათი მშობლები ფატიმა მადრიგალი და რობერტ ტრუხილიო არიან. სამშობიაროს "ფეისბუქის" გვერდზე ნათქვამია, რომ პირველად ალფრედო დაიბადა, ეილინი კი მასზე რამდენიმე წუთით უმცროსია.
ორივე ახალშობილი თავს კარგად გრძნობს.