მსოფლიოში ყველაზე ხანდაზმული ადამიანი 119 წლის გახდა.იაპონელმა კანე ტანაკამ დაბადების დღე ფუკუოკას პრეფექტურაში, მოხუცთა თავშესაფარში აღნიშნა.
ტანაკა 1903 წლის 2 იანვარს დაიბადა. ის ორ მსოფლიო ომს და პანდემიებს მოესწრო. ორჯერ დაამარცხა სიმსივნე.
ტანაკას შოკოლადი და გაზიანი სასმელები უყვარს და სურს 120 წელი იცოცხლოს.