მსოფლიოში სადღესასწაულო განწყობას კვლავ ინარჩუნებენ. ბერლინელებმა ახალი წელი ორანკეს ტბაში ტრადიციული ცურვით აღნიშნეს. მოცურავეთა კლუბი ტრადიციას 40 წელზე მეტია ინარჩუნებს. მათი მთავარი საახალწლო სურვილი, ნორმალურ ცხოვრების დაბრუნებაა.
სადღესასწაულო დღეები ცურვით აღნიშნეს პრაღაშიც. ყოველწლიურ შეჯიბრში 8 ქვეყნის ასობით მოცურავე მონაწილეობდა.
რომში ტრადიციული საშობაო ლანჩი გაიმართა. ღონისძიებაზე, რომელიც იტალიურმა საქველმოქმედო ორგანიზაციამ გამართა, ათობით გაჭირვებულს უმასპინძლეს.
მასშტაბური საშობაო კამპანია გაიმართა მექსიკაშიც, სადაც მეხანძრეებმა მცხოვრებლებს ქველმოქმედებისკენ მოუწოდეს და შეგროვებული 50 ათასზე მეტი ახალი და ძველი სათამაშოთი მექსიკელ ბავშვებს სადღესასწაულო განწყობა შეუქმნეს.
სადღესასწაულო განათებებით მოირთო მოსკოვიც. ქალაქი ახალი წლის დადგომის შემდეგ, შობისთვის ემზადება.