28 ნოემბერი 2024,   01:36
ვრცლად
არქიტექტორი გიგა ბათიაშვილი მახათას მთაზე ახალ პანთეონში დაკრძალეს

არქიტექტორი გიგა ბათიაშვილი მახათას მთაზე, ახალ პანთეონში დაკრძალეს. გიგა ბათიაშვილი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა. ბათიაშვილმა 1958 წელს დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია. 1982 წელს საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის წოდება მიენიჭა, 1996 წელს კი გიგა ბათიაშვილი გახდა თბილისის საპატიო მოქალაქე.

პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ირაკლი ზარქუა, გიგა ბათიაშვილს  ქვეყნისთვის გაწეული ღვაწლისთვის მადლობას უხდის. 

"კოლორიტი ადამიანი, ღირსეული მოქალაქე ამ ქვეყნის, ამ ქალაქის. ბევრი საქმე აქვს გაკეთებული ჩვენი ქვეყნისთვის და ქალაქისთვის, ეს ძველი თბილისი რაც არის, მთლიანად ამ ადამიანის დაგეგმილია, დაპროექტებულია. ღვაწლმოსილი მიდის ამ ქვეყნიდან და კიდევ ერთხელ მადლობა ვუთხრათ მას, რომ ემსახურებოდა ჩვენს ქალაქს, ჩვენს ქვეყანას და ქართულ საზოგადოებას,"- ამბობს ირაკლი ზარქუა.

 

დღის ამბები