28 ნოემბერი 2024,   01:37
ვრცლად
მიხეილ სააკაშვილი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს

მიხეილ სააკაშვილი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს. ამის შესახებ იურისტმა გიორგი მშვენიერაძემ განაცხადა, რომელმაც პატიმრობაში მყოფი ექსპრეზიდენტი რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში მოინახულა.

მშვენიერაძის თქმით, სააკაშვილი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებას უკავშირებს გამოძიებას, რომელიც მისი რუსთავის ციხიდან გლდანის ციხეში, მისი ნების საწინააღმდეგოდ გადაყვანასთან დაკავშირებით არის დაწყებული. სწორედ ამიტომ, ექსპრეზიდენტს სურს, რომ ეტაპირებასთან დაკავშირებული საკითხები პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ შეისწავლოს.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას 50 დეპუტატის ხელმოწერა სჭირდება. ოპოზიციას პარლამენტში 60 დეპუტატი ჰყავს, შესაბამისად, იმ შემთხვევაში, თუ "ნაციონალური მოძრაობა" ბოიკოტის რეჟიმს დაარღვევს, ოპოზიციას კომისიის შესაქმნელად რესურსი ეყოფა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები