28 ნოემბერი 2024,   01:44
ვრცლად
საქართველოში ამ დროისთვის "ომიკრონის" 147 შემთხვევაა დადასტურებული

საქართველოში ამ დროისთვის "ომიკრონის" 147 შემთხვევაა დადასტურებული. ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

"2 იანვრის მდგომარეობით ლაბორატორიულად დადასტურებულია "ომიკრონის" 147 შემთხვევა," - ნათქვამია ინფორმაციაში.

ცნობისთვის, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 943 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 37 პაციენტი.

დღის ამბები