28 ნოემბერი 2024,   01:29
ვრცლად
ძლიერი ნისლის გამო დარდანელის სრუტე დაიკეტა

ძლიერი ნისლის გამო დარდანელის სრუტეში სატრანზიტო მიმოსვლა დროებით აიკრძალა. ამის შესახებ ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს. ხილვადობის შემცირების გამო სრუტეში მოძრაობა 04:15 საათიდან ორმხრივად შეიზღუდა.

შეზღუდვის შესახებ სრუტის სატრანსპორტო სამსახურის წარმომადგენლებმა რადიოს მეშვეობით გააფრთხილეს გემის კაპიტნები, რომლებიც სრუტეში შესვლას გეგმავდნენ.

გემები ამ მომენტისთვის ამინდის გამოსწორებას სრუტის მისადგომებთან ელოდებიან.

დღის ამბები