28 ნოემბერი 2024,   00:44
ვრცლად
პიროტექნიკის გამოყენების მძიმე შედეგები - ექიმების დახმარება წელს, დაზიანებების ფონზე 27 ადამიანს უკვე დასჭირდა 

პიროტექნიკით დაზიანების შემთხვევების მხრივ გამონაკლისი არც 2022 წლის პირველი დღეებია. ახალი წლის ღამეს, სასწრაფო სამედიცინო დახმარება ქვეყნის მასშტაბით 27 ადამიანს დასჭირდა.

იაშვილის კლინიკის ქირურგი ამბობს,რომ წელს კლინიკას პაციენტებმა სხეულის სერიოზული დაზიანებებით მიმართეს. კლინიკაში ამ დრომდე 4 მძიმე პაციენტი მკურნალობს.

საქართველოში მოქმედი კანონის თანახმად, პიროტექნიკის შეძენის უფლება აქვს ყველა სრულწლოვან ადამიანს. მაღაზიებსა და ბაზრობების დახლებზე მრავლად შეხვდებით საახალწლო პიროტექნიკას. მოვაჭრეები ამბობენ, რომ ბავშვებზე მისი გაცემა არ ხდება. 

5 ათასზე მეტი ხელმომწერი ჰყავს პიროტექნიკის გამოყენების რეგულაციების გამკაცრებას. მოქალაქეების ერთი ჯგუფი პიროტექნიკის საშუალებების რეალიზაციასა და გამოყენებაზე შეზღუდვების დაწესებას ითხოვს. იდენტური პოზიცია აქვთ იმ მოქალაქეებსაც, რომელთა ხელმოწერა ჯერ პეტიციაზე არ არის, თუმცა ზუსტად იციან რისკები და შედეგებიც, რაც მის გამოყენებას თან ახლავს.

იურიდიული კომიტეტის წევრის თქმით, მათ კანონი უკვე გაამკაცრეს და პიროტექნიკის არასრულწლოვნებისთვის მიყიდვა აკრძალეს. კანონდარღვევის შემთხვევაში ფიზიკური პირი 100 ლარით, ხოლო იურიდიული პირი 200 ლარით ჯარიმდება.

დღის ამბები