28 ნოემბერი 2024,   00:42
ვრცლად
მსოფლიო ქვეყნების საახალწლო ტრადიციები - ვინ როგორ აღნიშნა პანდემიური ახალი წელი

მსოფლიოში ახალი წლის აღნიშვნა გრძელდება. 2022 წლის მე-2 დღეს არაერთ ქალაქში სადღესასწაულო ღონისძიებები გაიმართა. მათ შორისაა კალიფორნიის შტატის ქალაქი პასადენა, სადაც კოვიდ რეგულაციების მიუხედავად, ვარდების აღლუმი ჩატარდა. ღონისძიებაში მონაწილეობა ათასობით ადამიანმა მიიღო.

ტრადიციული საახალწლო აღლუმი გაიმართა ლონდონშიც, სადაც მოსახლეობას საშუალება ჰქონდა სამხრეთ ამერიკულ მოტივებზე შექმნილი შოუ, უზარმაზარი ჩინური დრაკონი და კარიბის ზღვის კარნავალის ცეკვების შემსრულებელი მოცეკვავეები ენახა.

საახალწლოდ მყვინთავები რომში მდინარე ტიბრში ხიდიდან გადახტნენ. ძველი რომაული ტრადიცია ოთხმა მყვინთავმა შეასრულა. მათ შორის იყო 68 წლის მყვინთავიც, რომელმაც წელს რიტუალი 34-ჯერ შეასრულა.

2 იანვარს გერმანიის ზამთრის საცურაო კლუბის წევრებმა ბერლინის ორანკეს ტბაში ტრადიციული საახალწლო ჩაყვინთვა შეასრულეს. წყლის ტემპერატურა 6.5 გრადუს ცელსიუსს შეადგენდა. მყვინთავები საცურაო კოსტუმებსა და საზეიმო აქსესუარებში იყვნენ გამოწყობილი.

საახალწლოდ ლოს-ანჯელესში ყველაზე ძვირადღირებული ავტომობილების გამოფენა, სახელწოდებით “ჰიპერმანქანები” გაიმართა. საუკეთესოთა შორის საუკეთესო ავტომობილები, ყველაზე იშვიათი და მიუწვდომელი მოდელები - ასე ახასიათებენ წარმოდგენილ მანქანებს ისტორიკოსები. გამოფენაზე სხვადასხვა ტექნოლოგიის, როგორც ელექტრო, ასევე მექანიკური ავტომობილები წარადგინეს.



დღის ამბები