ვროპა ისევ პანდემიის ეპიცენტრშია, ამჯერად ახალ "ომიკრონ" შტამთან უწევთ გამკლავება. ბოლო 24 საათში ინფექციის რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა დიდ ბრიტანეთში, იტალიასა და საფრანგეთში. შეერთებულ შტატებში კი ასობით ავიარეისი გადაიდო. აღნიშნული ქვეყნები ვირუსის შესაკავებლად რეგულაციებს ეტაპობრივად ამკაცრებენ. ისრაელში აცხადებენ, რომ მალე მოსახლეობაში ე.წ. ჯოგური იმუნიტეტი გამომუშავდება.
ინფექციის შემთხვევები იზრდება იტალიასა და საფრანგეთში. ამ დროისთვის იტალიაში კორონავირუსით მილიონზე მეტი ადამიანია დაავადებული. ბოლო 24 საათში საფრანგეთში დაავადება 200 ათასზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა. შესაბამისად მკაცრდება რეგულაციებიც, 6 წელზე მეტი ასაკის ბავშვები ვალდებულები იქნებიან, რომ საზოგადოებრივ ტრანსპორტში პირბადე ატარონ. გარდა ამისა მცირდება იზოლაციის პერიოდი სრულად ვაქცინრებული პირებისთვის. ტესტის ნეგატიური პასუხის შემთხვევაში კი კოვიდგადატანილები კარანტინს 5 დღეში დაასრულებენ.
გამომდინარე იქიდან, რომ "ომიკრონს" მუტაციის ბევრი სახე აქვს, ჯანდაცვის ექსპერტები ვარაუდობენ, რომ შესაძლოა ვირუსმა თანდათანობით ძალა დაკარგოს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელი კი, პანდემიის 2022 წლისთვის დასრულებას პროგნოზირებს თუ მსოფლიოს მოსახლეობის 70% აიცრება.
ინფექციის რეკორდული დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა საუდის არაბეთში. ქვეყენაში ვირუსი ათასზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა, რაც პანდემიის დაწყებიდან ყველაზე მაღალი მონაცემია.