28 ნოემბერი 2024,   00:43
ვრცლად
ახალი წელი ზღვაში და ქვეყნის ტერიტორიული წყლების ყველაზე საპასუხისმგებლო მისია - გაიცანით გმირები საქართველოს სანაპირო დაცვის დეპარტამენტიდან

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პრობლემას განსაკუთრებით განიცდიან ის ადამიანები, ვინც პირადად არის პასუხისმგებელი უსაფრთხოების, ტერიტორიებისა და საზღვრების დაცვაზე, იქნება ეს ხმელეთზე თუ წყალში.

"კურიერმა" გადაწყვიტა გაგაცნოთ გმირები, რომლებიც როდესაც ჩვენ დღესასწაულს ოჯახურ თუ მეგობრულ გარემოში ვზეიმობთ, ღია ზღვაში არიან და საკუთარ მოვალეობას ასრულებენ. მეორე საკითხია, ამას რამდენად ეფექტურად ართმევენ თავს. 

საქართველოს სანაპირო დაცვის დეპარტამენტის შესაძლებლობები და პროგრესი, რასაც ისინი პარტნიორებთან ერთად ყოველწლიურად აღწევენ, უდავოდ იწვევს სიამაყის შეგრძნებას.

2021 წელი მათთვის გამორჩეული იყო. მონაწილეობა მიიღეს არაერთ საერთაშორისო სწავლებაში, მათ შორის უკრაინასა და ბულგარეთში. ასევე, გამორჩეული იყო საქართველოში ნატო-ს და შეერთებული შტატების ხომალდების ვიზიტები და მათთან ერთად ჩატარებული ერთობლივი წვრთნები.

დღის ამბები