28 ნოემბერი 2024,   00:53
ვრცლად
მსხვერპლი, გატაცებები, გმირობის მაგალითები და ახალგაზრდების გადაწყვეტილებები, რაც პოზიტიურ მოლოდინებს აჩენს - რა შედეგები დატოვა ოკუპაციის მორიგმა წელმა

გარდა პანდემიისა, გასული წელი საქართველოსთვის მძიმე იყო მიმდინარე ოკუპაციის შედეგების გამოც. რუსეთი კვლავ ავლებს ახალ მავთულხლართებს, ავიწროებს, იტაცებს, უკანონოდ აკავებს ადამიანებს და პირდაპირ საფრთხეს უქმნის მათ სიცოცხლეს. ადამიანები ცდილობენ ხელოვნურად გავლებულ ბარიერებს გვერდი აუარონ, რაც ზოგჯერ ფატალურადაც მთავრდება.

მაგალითად, გასული წლის აპრილში 4 ადამიანი დაიხრჩო, როდესაც ენგურის გადმოლახვას ცდილობდნენ. რუსული ე.წ. წესრიგი ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისთვის ჯანდაცვის, განათლების და განვითარების შესაძლებლობას სპობს, თუმცა, ბარიერების და დეზინფორმაციის მიუხედავად, ახალგაზრდების გარკვეული ნაწილი ახერხებს თავად გააკეთოს ანალიზი, სვამს კითხვას - აქვს თუ არა მტრობის მიზეზი და ახერხებს ნაბიჯი ერთობლივი თანაცხოვრებისკენ გადადგას. 

დღის ამბები