სამხრეთ კორეიდან ადამიანი ჩრდილოეთ კორეაში გადაიპარა. ფაქტმა მთელი მსოფლიოს ყურადღება მიიპყრო, რადგან, როგორ წესი, რეპრესიებისგან დაღწევას და გაქცევას ადამიანები პირიქით, ყოველთვის ჩრდილოეთ კორეიდან ცდილობენ.
სამხრეთ კორეის ოფიციალური უწყებების ცნობით, გაქცეულს თან სათვალთვალო აღჭურვილობა აქვს. მის დასაკავებლად ჯარისკაცები გაგზავნეს, თუმცა გაქცეულმა საზღვარზე გადასვლა მოასწრო. ოფიციალურმა სეულმა ამის შესახებ ფხენიანს უკვე შეატყობინა.