28 ნოემბერი 2024,   00:45
ვრცლად
დიდთოვლობის გამო გზებზე შეზღუდვები წესდება 

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ინტენსიური თოვის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზის გარკვეულ მონაკვეთზე შეზღუდვები წესდება. 

უწყების ინფორმაციით, შეზღუდვა ეხება მისაბმელიან და ნახევრადმისაბმელიან ავტოტრანსპორტს.

"ინტენსიური თოვის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ39-კმ62 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე, საჩხერე-ონის საავტომობილო გზაზე და გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის კმ18-კმ40 მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია,"- აღნიშნულია საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციაში. 

 

 

 

დღის ამბები