ახალი წელი ყველგან ახალი წელი არ არის - ტაილანდი, ბირმა, ინდონეზია და კიდევ ბევრი სხვა ქვეყანა მომავალ წელს ძველი ინდური კალენდრით აპრილში შეხვდება, თუმცა თავად ინდოეთი ახალი წლის დადგომას წელიწადში რამდენჯერმე ზეიმობს.
იაპონია დღეს დაიწყებს და ახალ წელს მთელი თვე აღნიშნავს. ეთიოპიამ კი ახალი ათვლა სექტემბერში დაიწყო, ისევე როგორც ისრაელმა, სადაც ახლა უკვე 2022 წელია.
რაც შეეხება არაბულ სამყაროს, იქ წლების ათვლა წინასწარმეტყველი მუჰამედიდან იწყება. ისლამურ სამყაროში ივლისის ბოლოს 1444 წელი დადგება.
ყველაზე შთამბეჭდავად შობა-ახალი წლისთვის კი მაინც ამერიკა და ევროპის კონტინენტი ემზადება, თუმცა საახალწლო გეგმები პანდემიამ ნაწილობრივ იქაც ჩაშალა.
ევროპის დიდი ქალაქების ცენტრალურ მოედნებზე საახალწლო ღონისძიებები წელს არ იქნება, ნიუ-ორკის თაიმს სქვერზე კი მოქალაქეები მხოლოდ მწვანე პასპორტებით დაიშვებიან.
შარშანდელის მსგავსად ბევრი ტურისტი არც წელს არის, მაგრამ მათ, ვინც შობის გატარება ბრიუსელში გადაწყვიტა, მსოფლიოში ყველაზე ცნობილი ბელგიური ვაფლი და შოკოლადი არც წელს მოაკლდება.
ქალაქის მთავარ ნაძვის ხეზე უკვე უამრავი სურვილია. ბრიუსელში ჩამოსულ უმეტეს ტურისტს, უცხოელს თუ დამხვედრს, ადგილობრივს და სანტა კლაუსსაც კი, საახალწლოდ ერთი მთავარი სურვილი აქვთ.