28 ნოემბერი 2024,   02:41
ვრცლად
ტაქსიში თამბაქოს მოწევა აიკრძალა - რამდენი ლარით დაჯარიმდებით კანონის დარღვევის შემთხვევაში 

ტაქსიში და მასთან ერთად, საბაგირო ტრანსპორტსა და ნებისმიერ სანაოსნო საშუალებაში თამბაქოს მოწევა აიკრძალა. თამბაქოს მოწევა ასევე აიკრძალა ავტომობილებში, როდესაც არასრულწლოვანის გადაყვანა ხდება.

ამ მიმართულებით "თამბაქოს კონტროლის შესახებ" კანონში დაგეგმილი ცვლილებები პარლამენტმა მესამე მოსმენით - 80 ხმით (ერთი წინააღმდეგი) გუშინ დაამტკიცა.

რაც შეეხება ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას, ტაქსის, როგორც საზოგადოებრივი ტრანსპორტის მძღოლის მიერ მოწევის აკრძალვის მოთხოვნის შეუსრულებლობისთვის 200-ლარიანი ჯარიმაა შემოღებული. მოწევის შემთხვევაში 50 ლარის ოდენობით კერძო ავტომობილის მძღოლი დაჯარიმდება, თუკი სატრანსპორტო საშუალებით არასრულწლოვანის გადაყვანა ხდება.

პარლამენტის მიერ მიღებული კანონი ითვალისწინებს ჯარიმების გაორმაგებას აღნიშნული ქმედებების მეორედ, მესამედ და მის შემდეგ ყოველი მომდევნო ჩადენისთვის.

ცვლილება ძალაში პირველი იანვრიდან შედის. 

დღის ამბები