28 ნოემბერი 2024,   02:51
ვრცლად
უკვე დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ 2021 წელს ორნიშნა ეკონომიკური ზრდით დავასრულებთ - ნათია თურნავა

როგორია ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასება - მაჩვენებლებს სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს. წინასწარი შეფასებით, 2021 წლის ნოემბერში წინა წელთან შედარებით, ეკონომიკის რეალურმა ზრდამ 12 პროცენტი შეადგინა.

როგორც დარგის მინისტრები აცხადებენ გასული წლის ნოემბერში ეკონომიკურ ზრდაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა - დამამუშავებელი მრეწველობის, ტრანსპორტის და დასაწყობების, ხელოვნება, გართობა, დასვენების, ვაჭრობის, ჯანდაცვის და სოციალური მომსახურების,ა სევე უძრავი ქონების სექტორებმა.

"დღეს ცნობილი გახდა, რომ 2021 წლის ნოემბერში ეკონომიკურმა ზრდამ 12 პროცენტი შეადგინა, რის გამოც შეგვიძლია უკვე დანამდვილებით ვთქვათ, რომ 2021 წელს ორნიშნა ეკონომიკური ზრდით დავასრულებთ. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი განაცხადი ჩვენი მხრიდან, რომ 2022 წელი იქნება დაჩქარებული განვითარების წელი," - ასე შეაფასა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ საქსტატის მიერ გამოქვეყნებული ეკონომიკური ზრდის წინასწარი მაჩვენებლები. 

მინისტრმა ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ ეკონომიკური ზრდის მთავარი მდგენელია ქართული პროდუქციის ექსპორტი, რომელიც მაღალი ტემპით იზრდება, ასევე ტურიზმის გამოცოცხლება და აღდგენა. მისი თქმით, პოზიტიური დინამიკაა თითქმის ყველა დარგში, მათ შორის, ლოგისტიკაში, ტრანსპორტში, გადამამუშავებელ მრეწველობაში, განთავსების ობიექტებში, სტუმარმასპინძლობის ინდუსტრიასა და სხვ.

 "ყოველივე ეს მოასწავებს მშვიდობიან და წარმატებულ 2022 წელს, როდესაც ჩვენი მთავარი ამოცანა - ვებრძოლოთ სიღარიბეს, იქნება სრულად მიღწევადი," - განაცხადა ნათია თურნავამ.

დღის ამბები