28 ნოემბერი 2024,   02:47
ვრცლად
ირანმა კოსმოსში კვლევებისთვის სამი რაკეტა გაუშვა

ირანმა კოსმოსში კვლევებისთვის სამი რაკეტა გაუშვა. ირანის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კვლევის მიზანი ირანული თანამგზავრის ორბიტაზე გაყვანისთვის მზადებაა.

ჯერ უცნობია, მიაღწიეს თუ არა გაშვებულმა აპარატებმა ორბიტას. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი კოსმოსურ კვლევასთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოთქვამს და აცხადებს, რომ კოსმოსურმა ცდებმა, შესაძლოა, ბალისტიკური პროგრამის განვითარებას შეუწყოს ხელი.

დღის ამბები