28 ნოემბერი 2024,   02:38
ვრცლად
საქართველოში კორონავირუსით კიდევ 42 პაციენტი გარდაიცვალა, გამოვლინდა ინფიცირების 2 100 ახალი შემთხვევა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსის 2 100 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 42 პაციენტი, გამოჯანმრთელდა 2 251 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 38 802 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით - 23 472, PCR -ტესტით - 15 330.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური - 5,41%, ბოლო 14 დღის - 5,5%, ბოლო შვიდი დღის - 5,28%.

სულ ჩატარდა 2 512 858 აცრა, დღიურად აცრილია 5 532.

კარანტინის რეჟიმშია 57, სტაციონარში მეთვალყურეობას 4 551 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 858 პირი.

საქართველოში კორონავირუსის დაწყებიდან დღემდე სულ გამოვლენილია ინფიცირების 934 741 შემთხვევაა, მათგან 895 315 გამოჯანმრთელდა, 13 800 კი, გარდაიცვალა.

დღის ამბები